პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Mini-Store-ის მომხმარებლების (შემდგომში „თქვენ") პერსონალური მონაცემები დაცული იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს დოკუმენტი განმარტავს, რა პრინციპებით, საფუძვლებითა და მიზნებით ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს, რა საშუალებებით ვიცავთ მათ, და რა უფლებები გაქვთ ამასთან დაკავშირებით. Mini-Store-ის გამოყენებით ან/და მასზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.
ვინ ვართ ჩვენ
Mini-Store-ის (mini-store.org) ერთადერთი მფლობელია ფ/პ მაიკო ტყემალაძე, პ/ნ 54001015703, მისამართი: ქ. თბილისი, მირიან მეფის ქუჩა 23. საკონტაქტო ელ. ფოსტა: [email protected].
ვისთვის არის გამიზნული ეს დოკუმენტი
დოკუმენტი ეხება:
- • Mini-Store-ის ნებისმიერ მომხმარებელს — ვიზიტორს, გამყიდველს (რეგისტრირებულს, ყოფილს ან პოტენციურს) და მყიდველს, რომელიც ათავსებს შეკვეთას რომელიმე მაღაზიაზე;
- • ნებისმიერ პირს, ვინც გვიკავშირდება ჩვენი პროდუქტის/მომსახურების თაობაზე ინტერესის გამო.
როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს
თქვენი მონაცემების წყაროა:
- • გამყიდველის რეგისტრაცია/ავტორიზაცია (ელ.ფოსტა/პაროლით ან Google/Facebook-ით);
- • მყიდველის მიერ checkout-ის ფორმის შევსება მაღაზიის გვერდზე;
- • ჩვენთან თქვენი უშუალო კომუნიკაცია (ელ.ფოსტა, საკონტაქტო ფორმა);
- • ტექნიკური მონაცემები, რომლებიც ავტომატურად გროვდება პლატფორმის გამოყენებისას (იხ. „მზა ჩანაწერები" ქვემოთ).
რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ
დამუშავებული მონაცემები დამოკიდებულია იმაზე, ხართ თქვენ გამყიდველი თუ მყიდველი, და მოიცავს, პროპორციულობის პრინციპის დაცვით:
- • მყიდველისგან — სახელი, ტელეფონის ნომერი, მიწოდების მისამართი და/ან ელ.ფოსტა (checkout-ის დროს, საკუთარი თანხმობით). მყიდველის საიდენტიფიკაციო (პირადი) ნომერს ჩვენ არ ვითხოვთ და არ ვინახავთ.
- • გამყიდველისგან — ელ.ფოსტა/ტელეფონი, მაღაზიის სახელი/ლოგო/ფოტოები, საბანკო IBAN, და (თუ ბარათით გადახდას აკავშირებს) საკუთარი გადამხდელი პროვაიდერის API-გასაღები, დაშიფრული სახით. ბარათის ნომერს ან სხვა გადამხდელ დეტალს ჩვენ არასდროს არ ვიღებთ/ვინახავთ — ეს მთლიანად რჩება შესაბამისი გადამხდელი პროვაიდერის (Flitt ან გამყიდველის საკუთარი პროვაიდერის) PCI-შესაბამის გარემოში.
- • ორივესგან — ტექნიკური ლოგები (IP მისამართი, დროის შტამპი, ბრაუზერის/მოწყობილობის ინფორმაცია) უსაფრთხოებისა და თაღლითობის პრევენციისთვის.
მზა ჩანაწერები (Cookies)
ჩვენ ვიყენებთ ორი კატეგორიის cookie-ს: (ა) აუცილებელი (strictly necessary) — ავტორიზაციის refresh-ტოკენი (HttpOnly, JavaScript-ით ხელმისაწვდომი არ არის), თქვენი სესიის შესანარჩუნებლად; და (ბ) ანალიტიკური — Google Analytics/Tag Manager-ის cookie-ები, რომლებიც გვეხმარება პლატფორმის გამოყენების სტატისტიკის (მაგ. გვერდის ნახვები, კალათაში დამატება, შეძენის აქტივობა) გაზომვასა და გაუმჯობესებაში.
ანალიტიკური cookie-ების მეშვეობით შეგროვებული მონაცემი (გვერდის ნახვები, მოწყობილობის/ბრაუზერის ტიპი, სავარაუდო მდებარეობა, ქცევითი აქტივობა საიტზე) მუშავდება Google-ის მიერ, მისივე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. ანალიტიკური cookie-ების დაბლოკვა შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრებით ან Google-ის Analytics Opt-out ხელსაწყოთი — გვეგეგმება ცალკე cookie-პარამეტრების მართვის საშუალების დამატებაც.
რა მიზნით ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს
მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის, მათ შორის:
- • შეკვეთის დამუშავებისთვის და გამყიდველისთვის გადასაცემად;
- • გამყიდველის ანგარიშისა და მაღაზიის ფუნქციონირებისთვის (Dashboard, გამოწერის პაკეტი, გადახდის ინტეგრაცია);
- • შეკვეთის/ჯავშნის სტატუსის შესახებ შეტყობინებების გასაგზავნად (ელ.ფოსტა, SMS, Telegram ან web push — გამყიდველის მიერ არჩეული არხის მიხედვით);
- • პლატფორმის გამოყენების სტატისტიკური ანალიზისა და გაუმჯობესებისთვის;
- • მონაცემთა და სისტემის უსაფრთხოების, თაღლითობის პრევენციისთვის;
- • კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში შესაბამისი ორგანოებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად;
- • თქვენგან შემოსული მოთხოვნების/პრეტენზიების განსახილველად.
დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები
მონაცემთა დამუშავების საფუძველია, კონკრეტულ შემთხვევაზე დამოკიდებულებით:
- • თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობა (checkout-ის checkbox, ანალიტიკური cookie);
- • თქვენთან ხელშეკრულების დადება/შესრულება (გამყიდველის ანგარიშის რეგისტრაცია და გამოყენება);
- • კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება;
- • ჩვენი ან მესამე პირის კანონიერი ინტერესი (მაგ. უსაფრთხოება, თაღლითობის პრევენცია, ტექნიკური ლოგირება).
ვისთან ვიზიარებთ თქვენს მონაცემებს
თქვენი მონაცემები შესაძლოა გავუზიაროთ:
- • იმ კონკრეტულ გამყიდველს, რომელთანაც განათავსეთ შეკვეთა — შეკვეთის დამუშავებისთვის აუცილებელი მოცულობით (სახელი, ტელეფონი, მისამართი/ელ.ფოსტა);
- • ჰოსტინგისა და ინფრასტრუქტურის პროვაიდერს, სადაც ინახება ჩვენი მონაცემთა ბაზა — მხოლოდ ტექნიკური შენახვის მიზნით, დამოუკიდებელი წვდომის გარეშე;
- • გადახდის პროვაიდერს (ბარათით გადახდისას) — მინიმალური, ტრანზაქციისთვის საჭირო მონაცემი;
- • ტექნიკურ სერვისის მომწოდებლებს — ელ.ფოსტის, SMS-ისა და ანალიტიკის სერვისების პროვაიდერებს, მხოლოდ შესაბამისი ფუნქციის უზრუნველსაყოფად საჭირო მოცულობით;
- • კანონმდებლობით უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
- • სხვა მესამე პირს — მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობით.
პლატფორმა თქვენს მონაცემებს არ ყიდის და არ გადასცემს მესამე პირს მარკეტინგული მიზნებისთვის.
მონაცემთა გადაცემა საზღვარგარეთ
ჩვენი მონაცემთა ბაზა ინახება ევროკავშირის ტერიტორიაზე (ნიდერლანდები) მდებარე სერვერზე. ცალკეული ტექნიკური სერვისის მომწოდებელი (მაგ. ანალიტიკის ან ელ.ფოსტის სერვისი) შესაძლოა მდებარეობდეს სხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ.
ასეთ შემთხვევებში ვრწმუნდებით, რომ არსებობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სათანადო გარანტია (მათ შორის, მიმღები ქვეყანაში/სერვისში მონაცემთა დაცვის ადეკვატური დონე).
თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები — დარღვევის შემთხვევაში შეგიძლიათ ასევე მიმართოთ personaldata.ge-ს ან სასამართლოს:
- • მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების, მათი მიზნისა და სამართლებრივი საფუძვლის თაობაზე;
- • მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ასლი;
- • მოითხოვოთ არასწორი ან არასრული მონაცემის გასწორება/განახლება;
- • მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება (თუ თანხმობას გაითხოვთ, დამუშავება საჭირო აღარ არის, ან ხდება უკანონოდ);
- • მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა გარკვეულ შემთხვევებში (მაგ. სადავოა მონაცემის სიზუსტე);
- • ნებისმიერ დროს გაითხოვოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა;
- • მოითხოვოთ თქვენი მონაცემების სტრუქტურირებული, ელექტრონული ფორმით მიღება (პორტირება), თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია და საფუძველია თანხმობა;
უფლებების შეზღუდვა
ზემოთ ჩამოთვლილი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში — მაგალითად, სახელმწიფო/საზოგადოებრივი უსაფრთხოების, დანაშაულის პრევენციის/გამოძიების, ან სხვისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით — და მხოლოდ ამ მიზნის პროპორციული მოცულობით.
მონაცემთა უსაფრთხოება
ჩვენ ვიყენებთ სათანადო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად არაავტორიზებული წვდომის, გამოყენების, გამჟღავნების ან დაკარგვისგან — მათ შორის, პაროლების ჰეშირებას, გადამხდელი პროვაიდერის API-გასაღებების დაშიფვრას (AES-256), და წვდომის კონტროლს.
მიუხედავად იმისა, რომ ვიღებთ ყველა გონივრულ ზომას, ტექნოლოგიური რისკების სრულად გამორიცხვა შეუძლებელია — ჩვენ არ ვიძლევით აბსოლუტურ გარანტიას არაავტორიზებული წვდომის წინააღმდეგ, მაგრამ ვმოქმედებთ ინდუსტრიის სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად.
მონაცემთა შენახვის ვადა
შეკვეთის ისტორია ინახება სტატისტიკური/სააღრიცხვო მიზნებისთვის. გამყიდველის ანგარიშის წაშლის მოთხოვნისას მისი მაღაზია საჯაროდ ქრება დაუყოვნებლივ, ხოლო ისტორიულ შეკვეთებში მყიდველის საკონტაქტო მონაცემები (სახელი, ტელეფონი, მისამართი) ანონიმიზირდება — შეკვეთის ჩანაწერი და თანხა სტატისტიკისთვის რჩება, პირადი მონაცემის გარეშე.
მყიდველს, ან ნებისმიერ სხვა პირს, ვისი მონაცემიც დამუშავებულია პლატფორმაზე, შეუძლია მოითხოვოს დამუშავების შეწყვეტა/წაშლა ქვემოთ მითითებულ ელ.ფოსტაზე მიმართვით — მოთხოვნას ვუპასუხებთ არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
თქვენი ვალდებულებები
მომსახურების ჯეროვნად გასაწევად საჭიროა, გვქონდეს თქვენ შესახებ სწორი და აქტუალური ინფორმაცია — გთხოვთ, საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში განაახლოთ ისინი ანგარიშის პარამეტრებში ან შეგვატყობინოთ.
ცვლილებები
დროთა განმავლობაში შესაძლოა საჭირო გახდეს წინამდებარე პოლიტიკის ცვლილება. ცვლილების შემთხვევაში, განახლებულ ვერსიას გამოვაქვეყნებთ ამავე გვერდზე, ცვლილების თარიღის მითითებით. პოლიტიკის ცვლილების შემდეგ პლატფორმით სარგებლობის გაგრძელება ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით განახლებულ პირობებს.
კავშირი ჩვენთან
მონაცემთა დამმუშავებელია Mini-Store (ფ/პ მაიკო ტყემალაძე). კითხვების, მოთხოვნების ან საჩივრებისთვის მიმართეთ: [email protected].
ბოლო განახლება: 2026-08-27