წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს ურთიერთობას Mini-Store-სა და პლატფორმის ნებისმიერ მომხმარებელს შორის — მაღაზიის დამრეგისტრირებელ გამყიდველსაც და მისგან შემძენ მყიდველსაც. პლატფორმაზე რეგისტრაცია (გამყიდველისთვის) ან შეკვეთის განთავსება (მყიდველისთვის) ადასტურებს სრულ და უპირობო თანხმობას წინამდებარე პირობებზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

ფ/პ მაიკო ტყემალაძე, პ/ნ 54001015703. მისამართი: ქ. თბილისი, მირიან მეფის ქუჩა 23. ტელეფონი: 577 22 23 32. ელ. ფოსტა: [email protected].

1. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

  • „პლატფორმა" ან „Mini-Store" — ვებ-გვერდი mini-store.org და მასთან დაკავშირებული სერვისები, რომლის მეშვეობითაც გამყიდველს შეუძლია შექმნას საკუთარი link-in-bio მინი-მაღაზია.
  • „გამყიდველი" ან „მაღაზია" — ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირდება პლატფორმაზე და ახორციელებს საკუთარი პროდუქციის/მომსახურების რეალიზაციას მისთვის გამოყოფილი მაღაზიის გვერდის საშუალებით. გამყიდველის შესახებ ინფორმაცია (მაღაზიის სახელი, საკონტაქტო არხები) ხელმისაწვდომია მაღაზიის გვერდზე.
  • „მყიდველი" — ნებისმიერი პირი, რომელიც სტუმრობს მაღაზიის გვერდს და/ან ათავსებს შეკვეთას. მყიდველს არ სჭირდება ცალკე ანგარიშის შექმნა პლატფორმაზე.
  • „შუამავალი" — მომსახურების მიმწოდებელი პირი „ელექტრონული კომერციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად — ეს არის Mini-Store-ის როლი გამყიდველსა და მყიდველს შორის.
  • „ხელშეკრულება" — წინამდებარე წესები და პირობები.

2. ძირითადი დებულებები

პლატფორმა აძლევს გამყიდველს შესაძლებლობას შექმნას ერთი, მუდმივი ბმული (მინი-მაღაზია), სადაც წარმოადგენს საკუთარ პროდუქციას/მომსახურებას და იღებს შეკვეთებს. თითოეული მაღაზია იზოლირებულია — პლატფორმას არ აქვს საერთო „მოძებნე ყველა მაღაზიაში" გამოცდილება; მყიდველი კონკრეტულ მაღაზიას სტუმრობს გამყიდველის მიერ გაზიარებული ბმულით.

Mini-Store მოქმედებს როგორც შუამავალი გამყიდველსა და მყიდველს შორის და არ არის პროდუქციის/მომსახურების უშუალო გამყიდველი. Mini-Store პასუხისმგებელია მხოლოდ იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია პლატფორმის ტექნიკური ან ფუნქციური გაუმართაობით, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონებით „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" და „ელექტრონული კომერციის შესახებ".

3. გამყიდველის ანგარიში

მაღაზიის შესაქმნელად გამყიდველი ქმნის ანგარიშს პლატფორმაზე (ელ.ფოსტა/პაროლით ან Google/Facebook-ით) და ირჩევს გამოწერის პაკეტს. ანგარიშის შექმნისას მითითებული მონაცემების სისწორეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება გამყიდველს. გამყიდველი პასუხისმგებელია ანგარიშის დეტალების უსაფრთხო შენახვაზე და ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც მისი ანგარიშის მეშვეობით განხორციელდა.

Mini-Store უფლებამოსილია ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზნით, მათ შორის თაღლითური საქმიანობის, აკრძალული საქონლის გაყიდვის ან წინამდებარე პირობების უხეში დარღვევის შემთხვევაში, დროებით ან სამუდამოდ დაბლოკოს/გააუქმოს გამყიდველის ანგარიში.

4. გამოწერის პაკეტის გადახდა და დაბრუნება

პაკეტის ამაღლება (Free-დან ან დაბალი პაკეტიდან მაღლა) ამჟამად ხორციელდება ერთჯერადი გადახდით — არა ავტომატურად განმეორებადი (recurring) ჩამოჭრით. ამაღლებული პაკეტი ძალაშია განუსაზღვრელი ვადით, სანამ გამყიდველი დამოუკიდებლად არ შეცვლის მას Dashboard-ის პარამეტრებში.

შეცდომით ან განზრახვის საწინააღმდეგოდ გადახდის შემთხვევაში, გამყიდველს შეუძლია მოითხოვოს სრული თანხის დაბრუნება გადახდიდან 48 საათის განმავლობაში — საკმარისია მიმართოთ ზემოთ მითითებულ საკონტაქტო არხს. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი თანხა უკან აღარ ბრუნდება. პაკეტის შემცირება ან Free-ზე დაბრუნება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, დამოუკიდებლად Dashboard-იდან — ეს არ იწვევს უკვე გადახდილი თანხის დაბრუნებას.

5. გამყიდველის ვალდებულებები

გამყიდველი პასუხისმგებელია პროდუქტის/მომსახურების აღწერის სისწორეზე, ფასზე, მარაგის ან ხელმისაწვდომობის აქტუალურობაზე და მყიდველთან კომუნიკაციაზე. IBAN-ით გადახდისას, გადარიცხვის დადასტურება (მყიდველის მიერ ატვირთული ქვითრის/screenshot-ის საფუძველზე) გამყიდველის პასუხისმგებლობაა. გამყიდველი ვალდებულია არ გაყიდოს აკრძალული საქონელი (იხ. ქვემოთ) და დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა.

6. შეკვეთის განთავსება

მყიდველი შეკვეთას ათავსებს მაღაზიის გვერდზე, checkout-ის ფორმის შევსებით (სახელი, ტელეფონი და საჭიროებისამებრ მისამართი ან ელ.ფოსტა) — ცალკე რეგისტრაცია არ არის საჭირო. შეკვეთის გაგზავნამდე მყიდველს შეუძლია გადაამოწმოს დეტალები და შეასწოროს შეცდომა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შეკვეთის გაფორმებისას მყიდველი ცალსახად ეთანხმება პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას (checkbox).

გამყიდველს შეუძლია გააუქმოს შეკვეთა, თუ პროდუქცია აღარ არის ხელმისაწვდომი მარაგის ამოწურვის ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო — გაუქმების შესახებ მყიდველს დაუყოვნებლივ ეცნობება მითითებულ საკონტაქტო არხზე. მყიდველს შეუძლია გააუქმოს შეკვეთა თავად, პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე, სანამ გამყიდველი არ დაადასტურებს მის დამუშავებას/გაგზავნას — ამისთვის მყიდველი უკავშირდება პირდაპირ გამყიდველს, მაღაზიის გვერდზე მითითებულ საკონტაქტო არხზე ან შეკვეთის დადასტურების შეტყობინებაში მითითებული ბმულით.

7. გადახდის მეთოდები და ფულადი სახსრების მიმოქცევა

შეკვეთის ღირებულების გადახდა შესაძლებელია: (ა) საბანკო გადარიცხვით (IBAN) — მყიდველი პირდაპირ რიცხავს თანხას გამყიდველის ანგარიშზე და ტვირთავს გადარიცხვის დამადასტურებელ ქვითარს; ან (ბ) საბანკო ბარათით, გამყიდველის მიერ დამოუკიდებლად დაკავშირებული გადახდის პროვაიდერის (Flitt) მეშვეობით — ეს ვარიანტი ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველს უკვე აქვს საკუთარი გადამხდელი ანგარიში დაკავშირებული.

Mini-Store არასდროს ინახავს, ატარებს ან ფლობს წვდომას მყიდველის მიერ გადახდილ თანხაზე — ბარათით გადახდისას თანხა პირდაპირ მიემართება გამყიდველის საკუთარ, მის მიერ დაკავშირებულ გადამხდელი პროვაიდერის ანგარიშზე, არა Mini-Store-ის ანგარიშზე. შესაბამისად, chargeback-ისა და გადახდასთან დაკავშირებული დავის პროცესს ატარებს გადამხდელი პროვაიდერი და მყიდველის ბანკი, სტანდარტული საბანკო წესებით — Mini-Store აქ შუამავალი არ არის. IBAN-ით გადარიცხვისას დავა (საქონელი არ მივიდა, თანხა ვერ დადასტურდა და ა.შ.) წყდება პირდაპირ მყიდველსა და გამყიდველს შორის — Mini-Store-ს არ აქვს ინსტრუმენტი ან წვდომა ფულის დასაბრუნებლად, რადგან ის არასდროს გადადის მის ანგარიშზე. Mini-Store-ს არ გააჩნია მომხმარებლის ბალანსის/wallet-ის სისტემა.

8. შეკვეთის მიწოდება

Mini-Store არ ეწევა კურიერობას და არ არის მხარე მიწოდების პროცესში — შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს გამყიდველი პირადად ან საკუთარი კონტრაქტორი საკურიერო კომპანიის მეშვეობით. მიწოდების ვადა, ღირებულება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული გამყიდველის მიერ და მითითებულია მაღაზიის გვერდზე ან უშუალოდ მყიდველთან შეთანხმებით.

შეკვეთის ჩაბარებისას მყიდველს რეკომენდებულია შეამოწმოს პროდუქცია და დარწმუნდეს, რომ იგი შეესაბამება შეკვეთას და არ აქვს ვიზუალური ნაკლი. შეუსაბამობის ან დაზიანების შემთხვევაში მყიდველმა დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს გამყიდველს, მაღაზიის გვერდზე მითითებულ საკონტაქტო არხზე.

9. აკრძალული საქონელი

პლატფორმაზე იკრძალება შემდეგი კატეგორიების გაყიდვა:

  • რეცეპტით გასაცემი მედიკამენტები
  • ასაკობრივი შეზღუდვის მქონე პროდუქცია (ალკოჰოლი და სხვ.) ასაკის ვერიფიკაციის გარეშე
  • ყალბი ან საავტორო უფლებების დამრღვევი საქონელი

ეს იცავს პლატფორმას არაპირდაპირი პასუხისმგებლობისგან, თუნდაც პლატფორმა თავად არ იყოს გამყიდველი.

10. კანონისმიერი გარანტია — ფიზიკური საქონელი

კანონისმიერი გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ იმ მყიდველებზე, რომლებიც არიან ფიზიკური პირები. თუ პროდუქცია ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მყიდველს უფლება აქვს, გამყიდველს მოსთხოვოს ნაკლის უსასყიდლოდ აღმოფხვრა (შეკეთება ან შეცვლა), ფასის შემცირება, ან გავიდეს ხელშეკრულებიდან — გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი უმნიშვნელოა. შეკეთება/შეცვლა უნდა მოხდეს გონივრულ ვადაში, მყიდველისთვის მნიშვნელოვანი შეფერხების გარეშე, გამყიდველის ხარჯზე.

მყიდველს უფლება აქვს ისარგებლოს ამ უფლებებით, თუ ნაკლი პროდუქციის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა. თუ ნაკლი აღმოჩენილია მფლობელობაში მიღებიდან პირველი 6 თვის განმავლობაში, იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა მიწოდებისას (მტკიცების ტვირთი გამყიდველს ეკისრება) — 6 თვის შემდეგ მტკიცების ტვირთი გადადის მყიდველზე. Mini-Store ამ გარანტიის მხარე არ არის — შესაბამისი მოთხოვნა ეგზავნება პირდაპირ გამყიდველს, მაღაზიის გვერდზე მითითებულ საკონტაქტო არხზე.

11. მომსახურებისა და ციფრული პროდუქტის გარანტია

მაღაზიაზე შეთავაზებულ მომსახურებაზე (მაგ. ჯავშნის სახით შეძენილი მომსახურება) ვრცელდება ანალოგიური პრინციპი — თუ გაწეული მომსახურება ნაკლიანია ან ვადაგადაცილებულია, მყიდველმა უნდა მისცეს გამყიდველს ნაკლის აღმოფხვრის გონივრული დამატებითი ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს, მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია). ამის უშედეგოდ გასვლისას მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ვირტუალურ (ციფრულ) პროდუქტზე გარანტია ვრცელდება, თუ მიწოდებული ფაილი არ შეესაბამება აღწერას ან დაზიანებულია — ასეთ შემთხვევაში მყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს გამყიდველს გამოსწორებული ვერსია ან თანხის დაბრუნება.

12. დაბრუნების პოლიტიკა (14-დღიანი უფლება)

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ფიზიკურ საქონელზე მყიდველს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს პროდუქცია 14 კალენდარული დღის განმავლობაში, პროდუქციის მიღებიდან. მოთხოვნა უნდა მიემართოს პირდაპირ გამყიდველს, მაღაზიის გვერდზე მითითებულ საკონტაქტო არხზე. მყიდველი ვალდებულია დააბრუნოს პროდუქცია გამყიდვლის მისამართზე დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, და გასწიოს დაბრუნების პირდაპირი ხარჯი. გამყიდველი ვალდებულია დააბრუნოს გადახდილი თანხა არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, პროდუქციის მიღების ან გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების შემდეგ (რომელიც უფრო ადრე დადგება).

  • ინდივიდუალურ შეკვეთაზე დამზადებული/მორგებული პროდუქცია
  • მალფუჭებადი ან მოკლე ვარგისობის ვადის მქონე პროდუქცია
  • ჰერმეტულად დაცული პროდუქცია, რომლის ლუქიც მიწოდების შემდეგ დაირღვა (ჰიგიენური მიზეზით)
  • 30 ლარამდე ღირებულების პროდუქცია
  • ციფრული შინაარსი, თუ მისი მიწოდება/გახსნა დაიწყო მყიდველის წინასწარი, ცალსახა თანხმობით (ე.წ. „ჩამოტვირთვის" მომენტიდან)

მომსახურებაზე (ჯავშანი) 14-დღიანი უფლება არ გამოიყენება, თუ მომსახურების გაწევა მყიდველის წინასწარი თანხმობით უკვე დაწყებულია ან სრულად დასრულებულია ჯავშნის დათქმულ დროს — ეს პუნქტი საბოლოო ფორმულირებამდე დამატებით საჭიროებს იურისტის დადასტურებას.

13. აქციები და პრომო-კოდები

დროდადრო ცალკეულ მაღაზიაზე შეიძლება მოქმედებდეს გამყიდველის მიერ დაწესებული ფასდაკლება ან პრომო-კოდი. აქციის/პრომო-კოდის პირობებს განსაზღვრავს გამყიდველი დამოუკიდებლად და ვრცელდება მხოლოდ იმ კონკრეტულ მაღაზიაზე, სადაც გამოქვეყნდა — Mini-Store ამ პირობებში მხარე არ არის.

14. ინტელექტუალური საკუთრების უფლება

მომხმარებელმა (გამყიდველმა თუ მყიდველმა) არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც ხელყოფს პლატფორმის ან ნებისმიერი მესამე მხარის მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. პლატფორმის კონტენტის (დიზაინი, კოდი, ტექსტი, ლოგო) ნებისმიერი რეპროდუქცია, გავრცელება ან ხელახლა გამოყენება, სრულად ან ნაწილობრივ, კომერციული მიზნით, დაუშვებელია Mini-Store-ის წერილობითი თანხმობის გარეშე.

თითოეული გამყიდველი ინარჩუნებს საკუთარ პროდუქციაზე ატვირთული ფოტოების, აღწერისა და ბრენდის (სახელი/ლოგო) საკუთრებას — გამყიდველი პასუხისმგებელია, რომ ატვირთული მასალა არ არღვევდეს მესამე პირის უფლებებს.

15. პლატფორმის პასუხისმგებლობის შეზღუდვა

Mini-Store არ იძლევა გარანტიას, რომ პლატფორმა იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან იმუშავებს შეფერხების გარეშე, თუმცა პასუხს აგებს პლატფორმის ტექნიკური ან ფუნქციური გაუმართაობით გამოწვეულ ზიანზე, რომლითაც დაირღვა მომხმარებლის კანონისმიერი უფლება.

Mini-Store არ არის მხარე გამყიდველსა და მყიდველს შორის სავაჭრო გარიგებაში (პროდუქციის ხარისხი, აღწერის სისწორე, მიწოდება, გადახდის დადასტურება) და არ აგებს პასუხს ამ ურთიერთობიდან გამომდინარე ზიანზე — პლატფორმის როლი შემოიფარგლება ინფორმაციის მიწოდებით (შეკვეთის ისტორია, საკონტაქტო მონაცემები), დავის მხარეთა შორის კომუნიკაციის გასაადვილებლად.

16. დავები და გამოსაყენებელი კანონმდებლობა

მომხმარებელსა და Mini-Store-ს შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს Mini-Store-ს ზემოთ მითითებულ საკონტაქტო არხზე — პრეტენზიის მიღებიდან არაუმეტეს 14 კალენდარული დღის ვადაში მას განვიხილავთ და გავცემთ პასუხს.

ნებისმიერი დავა წყდება მოლაპარაკების გზით. მოლაპარაკების წარუმატებლობის შემთხვევაში, მხარე უფლებამოსილია მიმართოს სსიპ — საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს (დავის შინაარსის გათვალისწინებით) ან პირდაპირ სასამართლოს.

17. ანგარიშის წაშლა

გამყიდველს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ანგარიშის წაშლა Dashboard-იდან — იხ. კონფიდენციალურობის პოლიტიკა დეტალებისთვის.

18. ცვლილებები და დამატებები

წინამდებარე დოკუმენტი შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს Mini-Store-ის ინიციატივით ნებისმიერ დროს — ცვლილების შესახებ დარეგისტრირებულ გამყიდველებს ეცნობებათ გონივრული ვადით ადრე, Dashboard-ში შეტყობინების ან ელ.ფოსტის საშუალებით.

ბოლო განახლება: 2026-08-27